მსახიობი სარა პოლსონი რაიან მერფისთან თანამშრომლობას განაგრძობს. „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ შემდეგ, სადაც პოლსონი ერთ-ერთი მუდმივი პერსონაჟია, მერფი პრინცესა დიანაზე ახალ სერიალს გადაიღებს, რომელსაც „მტრობა“ ერქმევა და სადაც სარა მთავარ როლს შეასრულებს.
ხმების ამის თაობაზე მისმა კოლეგამ, კეტი ბეიტსმაც „დაადასტურა“, რომელმაც პოლსონს სახალხოდ არაერთხელ უწოდა „ეროვნული პრინცესა“ – სწორედ ასე ეძახდნენ თავის დროზე დიანასაც.