„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო „სარაჯიშვილი დისტილერი“ გაიხსნა.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპირტსახდელი საწარმო სოფელ გრემში მდებარეობს.
“სარაჯიშვილი დისტილერი“ სახელმწიფოს მხარდაჭერით, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აშენდა. პროექტის განსახორციელებლად 827 000 აშშდოლარი დაიხარჯა, აქედან, აგროკრედიტის მოცულობამ 600 000 აშშ დოლარი შეადგინა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ქარხანა აღჭურვილია შარანტის ტიპის რვა აპარატით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ღვინის ბრენდის კლასიკური ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნას უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი.
კომპანია წელიწადში 500 000 ლიტრ საბრენდე სპირტს აწარმოებს. საწარმოში 150-მდე ადამიანი დასაქმდება.