LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სარაჯიშვილი VSOP“ ახალი შეფუთვით გამოვიდა

727

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ ”სარაჯიშვილი” კლასიკური ხაზის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტი „სარაჯიშვილი VSOP“ ახალი, დახვეწილი შეფუთვით გამოუშვა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, განსაკუთრებულია დიზაინის გრაფინი, რითაც კიდევ უფრო გამოიკვეთა ამ სასმელის გამორჩეული ჰარმონიულობა.

„საუკუნოვანი ტრადიცია, გამოცდილება, პროფესიონალიზმი, მრავალფეროვანი სპირტის რეზერვები და უახლესი ტექნოლოგიები ეხმარება სარაჯიშვილის სახლს ამაყად განაგრძოს საქმე, რომელსაც დავით სარაჯიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა. სარაჯიშვილის სახლი თავის საუკუნოვან გამოცდილებას ეფექტურად იყენებს სრულყოფილებისაკენ სწრაფვაში და ბრენდის მოყვარულებს მუდამ საინტერესო სიახლეებს სთავაზობს”, – აცხადებენ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიაში.

შეგახსენებთ, კომპანია ”სარაჯიშვილი” 1884 წელს დაარსდა, პირველი პროდუქტი კი სამ წელიწადში, 1887 წელს გამოუშვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g