LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი კინოფილმია“- სამი ლეგენდარული ქართველი ქალბატონი „სარაჯიშვილის” ახალ რეკლამაში

227
263976928-1109416609888491-8764024427322552486-n

„ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი კინოფილმია“, – აცხადებენ კომპანია „სარაჯიშვილში“, რომელმაც საკუთარ ერთგულ მომხმარებელს ახალი ვიდეორგოლი წარუდგინა.

ვიდეოში ყველაფერი ისეთია როგორიც ყველაზე ისტორიულ, დიდებულ და გამორჩეულ ქართულ ბრენდს – “სარაჯიშვილს” შეეფერება. აღანიშნავია, რომ ვიდეორგოლი ბახვა ბრეგვაძის სადებიუტო ნამუშევარია რეჟისორის როლში. მან ცნობილი ქართული კომპანიის საიმიჯო ვიდეო სამი ლეგენდარული ქართველი ქალბატონის: ნონა გაფრინდაშვილის, ლანა ღოღობერიძის და ნანა ჯორჯაძის მონაწილეობით გადაიღო.

„ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი კინოფილმია. ერთფეროვანი კადრებითა და მრავალფეროვანი ემოციებით სავსე. ხშირად აქ თავად ხარ რეჟისორიც, სცენარის ავტორიც და მთავარი როლის შემსრულებელიც. ხან მარტივად აღწევ მიზანს, ხან კი დიდი გამარჯვების მოსაპოვებლად მცირე მსხვერპლის გაღება გიწევს. სწორედ ამიტომ, შენი ნებისმიერი გამარჯვება, სწორად გადადგმული ყოველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სათანადო აღნიშვნასაც იმსახურებს. საბოლოო ჯამში, ხომ სწორედ ეს ნაბიჯები ქმნიან თითოეული უნიკალური ფილმის შინაარსს – ყველაფერ იმას, რაც გაგონდება და როგორც გაგონდება. ეს შენი ცხოვრებაა. შენი ისტორია“, – ნათქვამია ვიდეროგოლის აღწერაში.

აღსანიშნავია, რომ „სარაჯიშვილის“ ახალ ვიდეორგოლზე საკმაოდ დიდი შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობდა, მათ შორის, კრეატიულ გუნდში იყვნენ: ბახვა ბრეგვაძე, ტატა თავაძე, მარიამ ცქიტიშვილი, პროდუსერი კი ნინია შერპაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები