LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

121
9C9DAD90-3B73-467C-AE17-FD1FF0BFAC29-w650-r1-s

მიხეილ კალანდიას საქმეზე, რომელიც დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართება

როგორც  კალანდიას ადვოკატი ანი კოტეტიშვილი აცხადებს, ბრალდების მხარემ შესავალ სიტყვაში საქმეში არსებული მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლო.

თავის მხრივ, წინა სასამართლო სხდომაზე თავად ბრალდებულმაც დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს.

"ხელს თუ არ მოვაწერდით, შესაძლოა, ჩემი არასრულწლოვანი და და დედა დაეჭირათ"

მიხეილ კალანდიას ძმა სამართალდამცავებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

 

 

 

 

ფოტო:ინტერპრესნიუსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები