ბრიტანულმა დილერმა Girardo & Co–მ გასაყიდად სარბოლო „Lancia“–ების კოლექცია გამოიტანა. ლოტებს შორის მოხვდა 1983 წლის Lancia Beta Montecarlo Turbo, 1984 წლის Lancia 037 Rally Evo 2 Group B და სხვა ლეგენდარული მოდელები. წინასწარი შეფასებით ავტომობილების ღირებულება 7 მილიონ დოლარზე მეტია.
ექვსივე ავტომობილი ჯონ კემპიონს, ფირმა APR Energy–ს გენერალურ დირექტორს ეკუთვნის. კემპიონმა ქონება დიდი შრომის შედეგად დააგროვა და შემდეგ მთელი ცხოვრების ოცნებაც აისრულა – საყვარელი სპორტული ავტომობილები შეიძინა.
კოლექცია ძირითადად 1980–იან წლებს მოიცავს და განსაკუთრებული ლოტია 1983 წლის LC3 Group, მართლაც ლეგენდარული მოდელი. ეს სწორედ ის პროტოტიპია რომელიც მონაწილეობას FIA World Sportscar Championship–სა და შემდეგ „ლე–მანის“ რბოლაში იღებდა.