LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარემონტო მასალები 20%-ით გაძვირდა

150

ლარის გაუფასურებამ სამშენებლო და სარემონტო  მასალების მნიშვნელოვანი გაძვირება გამოიწვია.

როგორც ,,ფორტუნას’’ სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელებში განუცხადეს, მოსაპირკეთებელი ფილები, შპალერები და სხვა სარემონტო აქსესუარები  20%-ით არის გაძვირებული.

რაც შეხება უშუალიდ სამშენებლო მასალებს, რეალიზატორთა თქმით, ფასების მატება 30-დან 40%-მდე ფიქსირდება.

ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი სამშენებლო მასალებიდან: 1 ტომარა ცემენტის ფასი 12 ლარია, ე.წ. შპაკლი – 16 ლარი ღირს, გაჯის ფასი კი – 7 ლარის ფარგლებში მერყეობს.

რეალიზატორთა განცხადებით, შარშანდელთან შედარებით, წელს სამშენებლო მასალებზე მოთხოვნაც შემცირებულია.

„თუ ლარის კურსი არ დასტაბილურდება, ფასების მატება კიდევ არის მოსალოდნელი,“ – აცხადებენ სამშენებლო და სარემონტო მასალების რეალიზატორები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g