“არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 27 833,03 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეებს ე.მ.-სა და კ.მ.-ს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 9 358,23 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო სამართალდამრღვევი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ტ.კ.-ს საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.