ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ი.მ.-ს, როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 5 ცალი არადეკლარირებული, მამაკაცის ძვირადღირებული საათი აღმოაჩინეს.
“საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 186 838 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა”, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.