LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარჯველაძე ხოშტარიაზე: ატყუებს საზოგადოებას, თითქოსდა ადგილი აქვს სანქციებისთვის გვერდის ავლას – მიზანი სისხლიანი რევოლუციის მოწყობის მცდელობაა

141
მიხეილ სარჯველაძე და ელენე ხოშტარია

„მას გადასარევად ესმის, რომ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც სინამდვილესთან შეუსაბამოა – ატყუებს საზოგადოებას, რომ თითქოსდა ადგილი აქვს სანქციებისთვის გვერდის ავლას და ა.შ.“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შესახებ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი: დიდია საფრთხე, რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან ანექსიის პოლიტიკამდე გადავიდეს

როგორც სარჯველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, „დროას“ ლიდერის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაცია და სისხლიანი რევოლუციის მოწყობის მცდელობაა:

აშშ-ის სახდეპი: შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენით - შესაძლოა, კომპანიები საქართველოს აეროპორტში სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ

მისივე განცხადებით, ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლას.

„სავარაუდოდ ეს არის მიზეზი, რომ საქართველოში რაღაცნაირად შექმნან ისეთი მდგომარეობა, როდესაც დაძაბულობა იმდენად რთულ მასშტაბს მიაღწევს, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გარკვეული ნიადაგის მომზადება თუნდაც სისხლიანი რევოლუციების სცენარის გათამაშებისთვის“. – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„სანქციების დაწესება ქართული კომპანიებისთვის კატასტროფა იქნება“ – თეონა აქუბარდია

ცნობისთვის, „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გუშინ, „ტვიტერზე“ „Armenpress“-ზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის, მიმდინარე წლის აპრილიდან, ტვირთების რეგულარული გადაზიდვები აღდგა.

 

 

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები