LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარჯველაძე: „შეიძლება, ვინმეს ვინმე თავისი თანამშრომელი უსმენს, ქუჩაში იყიდება ჩამწერები, მე რა გავაკეთო?“

89
მიხეილ სარჯველაძე

„შეიძლება ვინმეს ვინმე თავისი თანამშრომელი უსმენს. მე რა ვიცი, რა გავაკეთო, როგორ გითხრათ?! ქუჩაში იყიდება ჩვეულებრივ, მაგალითად, შეიძლება იყოს პატარა ჩამწერი. მე რა გავაკეთო ასეთ ფონზე? [პრეზიდენტს] მგონია, მცდარი განცდა აქვს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ისეთი ვითარება არ არის, რომ ვინმეს მობილური ტელეფონით საუბრის ეშინოდეს. სარჯველაძის მოსაზრებით, მოსმენების პრობლემას იმ კანონთან, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, საერთო არაფერი აქვს.

„მე მაგალითად, არ მიჭირს ტელეფონით საუბარი; არ მიჭირს, ოთახში დავჯდე და ვინმეს ვესაუბრო, მაგალითად, ისეთ თემებზე, რომელიც შეიძლება, არ მინდა, სხვამ გაიგოს, არ მაქვს ეგ განცდა. თუკი ვინმეს კვალიფიკაცია ჰყოფნის, რომ შეაფასოს რეალურად არსებული მდგომარეობა, გადასარევად ხვდება, რომ საქართველოში ვითარება დღეს ასეთი არ არის.

ამ საკითხის დაკავშირება რამე ფორმით იმ კანონპროექტთან, რომელსაც ვეტო დაედო და ა.შ., ეს უბრალოდ მხოლოდ გათვლილია საქმეში ჩაუხედავი ადამიანის შეცდომაში შესაყვანად. ამ კანონს იმ საკითხებთან საერთო არაფერი აქვს.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1 სექტემბერს, მოსმენების კანონს ვეტო დაადო და თქვა: „სადმე რომ შევდივართ ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ, თუ გავიტანოთ.“

ამავე თემაზე:

არავის უნდა ჩვენი ომში ჩართვ და არც არავის სჭირდება – უცნაურია, რომ მთავრობიდან არავინ ჩასულა ბრიუსელში 12 რეკომენდაციაზე სასაუბროდ: სალომე ზურაბიშვილი

არ მომისმენია ქალბატონი პრეზიდენტის ბრიფინგისთვის, გავეცნობი და ამის შემდეგ შესაბამის დასკვნებს გამოვიტან: ირაკლი ღარიბაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g