საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „არავის უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება“. ზურაბიშვილი აღნიშნულს „მოგონილ ტყუილს“ უწოდებს, რომელიც „საბჭოთა პროპაგანდის მანქანის დასრულების მერე არავის სმენია“.
„არავის არ უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება ჩვენი ომში ჩართვა. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, რომელიც მგონი, საბჭოთა პროპაგანდის მანქანის დასრულების მერე არავის სმენია. ცოტა მოვიდეთ გონზე და არ გვინდა ამ რაღაცების მოგონება. არ ვიცი, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით საზოგადოებას რამენაირად შეუცვლის აზრს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილისთვის უცნაურია, რომ „მთავრობიდან არავინ ჩასულა ბრიუსელში 12 რეკომენდაციაზე სასაუბროდ“.
„ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ ხელისუფლებიდან, მთავრობიდან არავინ ჩასულა ბრიუსელში იმისთვის, რომ ამ 12 რეკომენდაციაზე პირველადი მაინც გასაუბრება ყოფილიყო იმიტომ, რომ შეიძლება, ყველაფერი არ იყოს იმ ფორმით მისაღები, რეალისტური, შეიძლება რაღაც არის გადასახედი და ჯერჯერობით არის იმ დღეში, რა დღეშიც იყო ეს რეკომენდაციები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.