LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარკოზი: ტაძრის აღდგენაში დასახმარებლად ყველას მობილიზებაა საჭირო

139
1355b9b_5252061-01-06

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მწუხარებას გამოთქვამს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო.

„საფრანგეთი შეძრულია მთელი თავისი არსებით, გულით, იდენტობითა და ისტორიით. მინდა, გავიზიარო ყველა კათოლიკეს და ყველა ფრანგის მწუხარება, ვისთვისაც ღვთისმშობელი არის სიმბოლო. საჭიროა ყველას მობილიზება ტაძრის აღდგენაში დასახმარებლად“, – წერს ნიკოლა სარკოზი „ტვიტერში“.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია,400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძვის.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლორან ნუნესი აცხადებს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ლიკვიდაციისთვის კიდევ სამი-ოთხი საათია საჭირო. როგორც მან აღნიშნა, საკათედრო ტაძრის ძირითადი საყრდენი კონსტრუქცია გადარჩენილია.

ამასთან, ნოტრ-დამის პრესმდივან ანდრე ფინოს განაცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა. მისივე ცნობით, რელიკვიები საეკლესიო საცავებში ინახება და მათ არაფერი ემუქრებათ.

საფრანგეთს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო) დაეხმარება.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, იუნესკო-ს წვლილს ნოტრ დამის რესტავრაციაში ორგანიზაციაში 16 აპრილს განიხილავენ. ორგანიზაცია პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარს ფასდაუდებელ მემკვიდრეობას უწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g