LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასაფლაო ყველა მიცვალებულს ვერ იტევს, ეს არის სასაკლაო: ჩერნიგოვის მერი

91
Chern

ჩერნიგოვის მერის,  განცხადებით, ჩრდილოეთ უკრაინის სასაფლაო დაღუპულების რაოდენობას ვერ იტევს.

ვლადისლავ ატროშენკოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს დაზიანებული შენობები და ქუჩები კვამლში გახვეული ნაგებობები.

“საქალაქო სასაფლაო ვერ იტევს ყველა მიცვალებულს, ამიტომ ჩვენ ადამიანებს ჩვეულებრივზე მეტ ხანს ვტოვებთ პროზექტურაში და მაცივრებში. ჩვენ ვმარხავთ ხალხს ძველ სასაფლაოებზე, რომლებიც დიდი ხანია არავის გამოუყენებია”, – აცხადებს ატროშენკო ვიდეოში, რომლის დროსაც ის ავტომობილით დენისენკოს ქუჩებში გადაადგილდება.

მერის განცხადებით, ზუსტი ციფრები და სტატისტიკა გარდაცვლილთა შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის და ამ შემთხვევებს პროკურატურა სწავლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g