LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლო პროცესზე ბადრი ესებუას ძმებმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს

139
ბადრი-ესებუა-1

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ძმებმა სასამართლოში დაკითხვაზე უარი თქვეს. საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა დღეს, 18 მაისს, გაიმართა.

,,მოწმეების, ბიკენტი და ბიძინა ესებუების დაკითხვა მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო ობიექტურობა და სასამართლოს ჰქონოდა შესაძლებლობა ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ამ მიზანს ემსახურებოდა, თუმცა მათ არ ისურვეს ჩვენების მიცემა”, – განაცხადა ბადრი ესებუას საქმის პროკურორმა მირანდა წერეთელმა.

მსჯავრდადებული ბიძინა ესებუა, რომელიც სასჯელს ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით 2020 წლის 12 დეკემბრიდან იხდის, დარბაზში ციხის ბადრაგების თანხლებით გამოცხადდა. მაგრამ მოსამართლეს უთხრა, რომ არ სურს ჩვენების მიცემა. ამის შემდეგ მოწმეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g