LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის ფაქტზე კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა

133
გიორგი კალანდარიშვილი

მოსამართლე დავით ცეკვავას გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის ფაქტზე, ცესკო-ში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით კირთაძე 500 ლარით დაჯარიმდა.

ადვოკატის განცხადებით, „ცესკოს წარმომადგენლებმა კონკრეტულად ვერ დაასახელეს რა იყო ის მოქმედება, რითაც მოხდა დავით კირთაძის მიერ ცესკოს ფუნქციებში და დადგენილებაში ჩარევა“

„შენ ხარ ჩვენი ქვეყნის შავი ლაქა“ – ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს სხდომაზე სავარაუდოდ, შავი საღებავი შეასხა

„ამ საქმეზე ვერ მოხდა სწორად განსაზღვრა იმისა, თუ რა ქმედებისათვის ეგო ბატონ დავით პასუხი იმიტომ, რომ მას ედავებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში და ფუნქციაში ჩარევას მაშინ, როდესაც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს წევრი თვითონვე არის. ცესკოს წარმომადგენლებმა კონკრეტულად ვერ დაასახელეს რა იყო ის მოქმედება, რითაც მოხდა დავით კირთაძის მიერ ცესკოს ფუნქციებში და დადგენილებაში ჩარევა“, – განაცხადა ადვოკატმა ივანე პეტრიაშვილმა.

შსს-მ დავით კირთაძის წინააღმდეგ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო

ცნობისთვის, 16 ნოემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, ინციდენტი მოხდა.

ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილსა და ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, დავით კირთაძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

დაპირისპირების შემდეგ, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს, სავარაუდოდ, შავი საღებავი შეასხა.

„შენ ხარ სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის შავი ლაქა. შენი რეალური სახე რა არის გითხრა, ეს შავი ლაქა”- მიმართა კირთაძემ კალანდარიშვილს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g