LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ Myway Airlines -ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა: ავიაკომპანია ფრენების განახლებას უახლოეს ხანებში შეძლებს

101
267607996-1347440615703099-4145510990303147024-n (1)

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“-ის შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილი იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ბრძანების მოქმედების შეჩერება, დაკმაყოფილდა.  ავიაკომპანია ფრენების განახლებას უახლოეს ხანებში შეძლებს. ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ვალერიანე ფილიშვილის განჩინებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანება, ავიაკომპანიისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების შესახებ, შეჩერებულია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსამართლემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა.

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინააღმდეგ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი გასულ კვირას, გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან მეორე დღესვე, 2021 წლის 9 დეკემბერს შეიტანა. კანონმდებლობით გათვალისწინებული წილთა გადანაწილების თანაფარდობა „მაივეი ეარლაინსის“  ბენეფიციარ მესაკუთრეთა შორის, რომელზეც საავიაციო ხელისუფლება ავიასაწარმოს ედავება, ადმინისტრაციული წარმოების პროცესშივე გამოსწორდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები