LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა

124
ნიკა მელია

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, რომელიც მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზეც ბრალდებულია, კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

ნიკა მელია სასამართლომ დამნაშავედ ცნო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე.

გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო. სხდომას ნიკა მელია არ დასწრებია.

„მოსამართლისთვის წყლის შესხმის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დღეს დაიწყო არსებითი განხილვა, დაცვის და ბრალდების მხარემ ვთქვით შესავალი სიტყვა, ასევე სასამართლომ გადასინჯა აღკვეთის ღონისძიების სახე და პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია მესამედ დააპატიმრა. მოსამართლეს არგუმენტაცია იყო, რომ ციხეში მყოფი ნიკა მელია ზემოქმედებას მოახდენდა მოწმე პოლიციელებზე, გაანადგურებდა მტკიცებულებებს და მიიმალებოდა. დიდი იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა მოსამართლე ელენე გოგუაძეს“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალი წარედგინა

ნიკა მელიას ბრალი სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით წარედგინა. ბრალდება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლე ზვიად შვანგირაძეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.

ნიკა მელია მსჯავრდადებულია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე. მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამასთან, 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელი- ჯარიმა 25 000 ლარი დაემატა განაჩენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g