LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა

96

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთარ აბესაძის პროცესი დასრულდა. თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ოთარ აბესაძე, პატიმრობაში რჩება.

დაცვის მხარემ ბრალდებულის ჯანმრთელობის შესახებ, სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნა წარადგინა, რომლის საფუძველზეც ადვოკატები აბესაძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი წაყენებულ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა თავად ქრთამის აღების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. ოთარ აბესაძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ორი თვის წინ დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები