LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოს 13 წელი: 50 წლის ნიგერიელ ლესბოსელს თავშესაფარი მისცეს

113

ნიგერიელ ჰომოსექსუალ ქალბატონს 13 წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ ბრიტანეთმა თავშესაფარი მისცა.
სააგენტო „Reuters”-ის ინფორმაციით, როგორც იქნა, 50 წლის ადარონკე აპატას ბრძოლა დასრულდა და ქალბატონი მშვიდი ცხოვრებისთვის ემზადება.

ყველაფერი კი 13 წლის წინ დაიწყო, როცა ადარონკე ძალით გაათხოვეს და გოგონა ქმარს მეორე დღესვე გაექცა.
შეურაცხყოფილმა მეუღლემ ყოფილ ცოლს სასამართლოში უჩივლა და მას ბრალი ცოლ-ქმრულ ღალატში დასდო. მოსამართლემაც მამაკაცის მხარე დაიჭირა და აპატას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

ნიგერიელმა როგორღაც ლონდონამდე ჩაღწევა მოახერხა და მთელი ამ წლების განმავლობაში თავშესაფრის მიღებას ცდილობდა. მრავალწლიანი ბრძოლა კი რამდენიმე დღის წინ, ნიგერიელი ქალის გამარჯვებით დასრულდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g