LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 სასამართლოში ნავალნის საქმის განხილვა გრძელდება, პარალელურად კი მის მხარდამჭერებს აკავებენ

73
FORTUNA.GE- (3)

მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

პარალელურად, არ მცირდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც სასამართლოს შენობასთან და მის მიმდებარე ქუშებში იკრიბებიან და ნავალნის მხარდაჭერას გამოხატავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს 121 ადამიანი.

სასამართლოს შენობასთან მობილიზებულია სამართალდამცველების დიდი რაოდენობა. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები და გადაკეტილია შენობამდე მისასვლელი გზაც.

რაც შეეხება პროცესს, სასამართლომ უნდა დაადგინოს, შეეცვლება თუ არა პირობითი მსჯავრი რეალური პატიმრობით ნავალნის.

როგორც ცნობილია, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური მისთვის სამი წლითა და ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლო 2014 წლიდან ედავება. მაშინ ნავალნის პირობითი სასჯელი მიესაჯა “ივ-როშესა” (30 მილიონი რუბლის გაფლანგვა) და “კიროვლეს” (16 მილიონი რუბლის გაფლანგვა) საქმეებზე.

2017 წელს გამოსაცდელი ვადა 2020 წლის 29 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. გასული წლის აგვისტოში, მოწამლული ალექსეი ნავალნი გერმანიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 17 იანვარს კი ის სამშობლოში დაბრუნდა.

ნავალნი ცოტა ხნის წინ, მოსკოვის აეროპორტში დააკავეს და 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

დაპატიმრებას მოყვა ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები და აქტივისტების მასობრივი დაკავებები, მოწოდებები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებისა და ევროკავშირის მხრიდან, მუქარა რუსეთისთვის სანქციების გაფართოებაზე და სხვა.

ნავალნი, პროტესტი, დაკავებები: ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციების გაზრდაზე იმსჯელებს

ნავალნის დაკავება და აქტივისტების პროტესტის ჩახშობა ძალადობრივი მეთოდებით დაგმო “დიდმა შვიდეულმაც” – მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და დაგმეს ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრება.

ვგმობთ ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს აქციაზე დაკავებული ადამიანები: “დიდი შვიდეული” რუსეთს მიმართავს

magti 5g