LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

66
მელია

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მოწმეებს დაკითხავენ. ამასთან, სასამართლო ამნისტიასთან დაკავშირებით ნიკა მელიას პოზიციასაც განიხილავს.

სხდომას არ ესწრება თავად ბრალდებული მელია, ვინაიდან ის მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის გამო გაძევებულია.

ნიკა მელიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ამნისტიასთან დაკავშირებით მელიას თანხმობის საკითხი უნდა გაარკვიოს.  საძაგლიშვილის განმარტებით, ნიკა მელიას თავისი პოზიცია უკვე დაფიქსირებული აქვს.

„წესით და რიგით, დღეს სასამართლომ უნდა გაარკვიოს ამნისტიასთან დაკავშირებით ნიკა მელიას თანხმობის არსებობა-არსებობის საკითხი, ამას კანონი ავალდებულებს სასამართლოს. რაც შეეხება ნიკა მელიას პოზიციას, მან ეს საჯაროდ დააფიქსირა.

რეალურად, მორიგი უპრეცედენტო ფაქტი ხდება ნიკა მელიასთან მიმართებაში, ეს გახლავთ ამნისტიის აქტი, რადგან არც ერთ ამნისტიაში, რაც კი აქამდე ყოფილა მიღებული, ბრალდებულის თანხმობა არ ყოფილა გათვალისწინებული. ეს ცალსახად ნიკა მელიაზე მორგებული რეგულაციაა კანონში, რაც კიდევ ერთხელ ააშაკარავებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებას, რეალურად, მელიას ბრალი წარდგენილი აქვს არა იმიტომ რომ მან რამე დანაშაული ჩაიდინა, არამედ, ეს შედის “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ინტერესებში და დღის წესრიგში, რომ როგორმე ნიკა მელია გატეხონ, თანხმობა ათქმევინონ, ხელი მოაწერინონ, გირაო გადაახდევინონ და ა.შ“- განაცხადა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

magti 5g