LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოზე შაქარაშვილის მეგობრები შავი მაისურებით მივიდნენ: სხდომას 11 დაკავებული ესწრება

1282
BeFunky-collage (1)

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11-პირი უკვე მიიყვანეს. პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობენ. ბრალდებულების ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გათავისუფლებას ითხოვენ, თუმცა მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისათვის ცნობილი არ არის. უფლებადამცველები დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 5 000-დან 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას მოითხოვენ.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობას დააყენებს. დაკავებულებიდან ნაწილს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ 126-ე, ნაწილს კი, 225-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მეგობრებიც მივიდნენ. მათ შავი მაისურები აცვიათ, გარდაცვლილი მეგობრის ფოტოთი და წარწერით “შაქარა”.

რაც შეეხება კიდევ 6 დაკავებულს, რომლებიც არასრულწლოვნები არიან, მათი სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g