LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასარგებლო რჩევები წონაში სწრაფად დაკლებისთვის – დიეტოლოგის რეკომენდაციები

2523

წონის სწრაფად დაკლების უმთავრესი პირობა რეჟიმის დაცვაა, გაითვალისწინეთ დიეტოლოგების რჩევები და აქციეთ წესად სასარგებლო ჩვევები

* მავნე პროდუქტი – უკეთესია თუ საერთოდ არ გექნებათ სახლში რაფინირებული შაქარი, მარილი და ცხიმი. იმ შემთხვევაში კი, უკვე შეიძინეთ, მოათავსეთ მავნე პროდუქტი მუქ კონტეინერში და იქ შეინახეთ, სადაც ვერ შეძლებთ მათ დანახვას.

* პორციის გაკონტროლება – პორციის გასაკონტროლებლად გამოიყენეთ სპეციალური საზომი ფიალა, რომელიც ბევრად საიმედოა, ვიდრე თვალით გაზომვა.  

* მცენარეული საკვები – მცენარეული საკვები თქვენი კვების ძირითადი შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. მიირთვით დღეში სამჯერ ხილი და ბოსტნეული ან მთელმარცვლოვანი პროდუქტი (თუნდაც შვრიის ფაფა) მცირე პორციებით.

* ხილის პიურე – მიირთვით შაქრის ნაცვლად ნატურალური ხილი (ბანანი, ვაშლი, მსხალი, ლეღვი, ფინიკი, ყურძენი), პიურე კი, თამამად გამოიყენეთ ცხობის დროს.

* „10:1“-ის წესი – ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი და გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ პროდუქტში ცხიმის ყოველ 10 გრამზე თუნდაც 1 გრამი უჯრედისი უნდა მოდიოდეს.  

* მოაწესრიგეთ სამზარეულო – რაციონის გაუმჯობესების და ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყების საუკეთესო საშუალება სამზარეულოს დასუფთავება და კარადებში ან მაცივარში დამალული მავნე პროდუქტის გადაყრაა.

* წონის კონტროლი – შეამოწმეთ საკუთარი წონა ყოველ პარასკევს, რადგან ასე უფრო მარტივად შეძლებთ უქმეებზე ტონუსის შენარჩუნებას.

* მოიმზადეთ საკვაბი – ხშირი ვახშმობა კაფეში თქვენს ფიგურას ზეტმეტი კილოგრამებით ემუქრება, სახლში, ჯანსაღი პროდუქტით მომზადებული სადილი კი, ნაკლებად კალორიული და ბევრად სასარგებლოა.  

* სწრაფი კვება – სწრაფი კვების ობიექტების მენიუ ხელ უწყობს წონის მომატებას (მინიმუმ 7-10 კგ. წელიწადში). მოამზადეთ საკვები სახლში  და ლანჩზე მხოლოდ სალათი ან ცილით და უჯრედისით მდიდარი სენდვიჩები მიირთვით.  

* გონივრული კვება – კარგად დაფიქრდით, მართლა გშიათ თუ მხოლოდ მოწყენილობით ან სტრესის მოსახსნელად მიირთმევთ.  

* ჯანსაღი ძილი – არასაკმარისი ძილის დროს ორგანიზმი გრელინს – შიმშილის ჰორმონის გამოიმუშავებს. კვლევებმა დაადასტურა, რომ მას, ვისაც 7 საათზე ნაკლები სძინავს, 300 კალორიით მეტს მიირთვეს, ვიდრე ის, ვინც სისტემატურად ახერხებს გამოძინებას.  

* მთელმარცვლოვანი პროდუქტი – მთელმარცვლოვანი პროდუქტი სასარგებლო საკვებ ბოჭკოს, ნაკლებ შაქარს, კონსერვანტებს და ცხიმებს შეიცავს.

* ცხარე საკვები – ცხარე საკვები ამცირებს ჭამის მადას და აძლიერებს მეტაბოლიზმს. ეცადეთ ზომიერების ფარგლებშიც დაუმატოთ თქვენს საკვებს წიწაკა ან ცხარე სოუსი.

* მიირთვით ყურადღბით – გამორთეთ ტელევიზორი, დაჯექით მაგიდასთან და ეცადეთ ყოველი ლუკმით ისიამოვნოთ. მშვიდ გარემოში სადილობა დაგიცავთ ზედმეტი საკვების მიღებისგან და დაგეხმარებათ უფრო დიდ ხნით დარჩეთ მაძღარი.

* ერთკვირიანი მენიუ – წინასწარ დაგეგმეთ ერთი კვირის მენიუ სადილის და წახემსების ჩათვლით. უკეთესია თუ მსგავს გეგმას შაბათ-კვირას შეიმუშავებ, ასე უფრო მეტი დრო გექნებათ პროდუქტის შესაძენად და სასარგებლო კერძების მოსამზადებლად.

* პროდუქტის სია – ის, ვინც სუპერმარკეტს პროდუქტიის სიის გარეშე სტუმრობს, ორჯერ მეტ პროდუქტს ყიდულობს, ვიდრე წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.  

* ბუნებრივი ტკბილეული – გაამდიდრეთ საკუთარი საკვები ვანილით ან დარიჩინით. ბუნებრივი ტკბილეული ბევრად სასარგებლო და გემრიელია.

* ალკოჰოლი – კალორიებით მდიდარი ალკოჰოლი დიეტის მთავარი მტერია, რადგან აძლიერებს ჭამის მადას და ამცირებს ნებისყოფას. იდეალური იქნება თუ საერთოდ უარს იტყვით ალკოჰოლზე, უკიდურეს შემთხვევაში კი, მიირთვათ 1-2 ბოკალი ღვინო კვირაში ერთხელ.

* რეჟიმი – დაიცავით რეჟიმი და ნუ ეცდებით საკუთარ თავის მოტყუებას, რადგან თქვენი მონდომების შედეგი პირველ რიგში თქვენ გაღელვებთ და არა სხვებს.

* მცირე ზომის ჭურჭელი – გამოიყენეთ მცირე ზომის თეფშები და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი საკვები 10%-ით ანუ დღეში 100 კალორიით შემცირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g