LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასარგებლოა თუ არა დაობებული პურის ჭამა – რას ამბობს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი

243
ირაკლი არაბული

სასარგებლოა თუ არა დაობებული პურის ჭამა?

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული ამბობს, რომ გავრცელებული აზრი, რომ თუ პურზე ობის სოკო გაჩნდა მისი მიღება პენიცილის შემადგენლობის გამო არ არის საშიში, მცდარია:

🔴⁉️ სასარგებლოა თუ არა დაობებული პურის მირთმევა? 🍞🍞

გავრცელებულია აზრი, რომ თუ პურზე ობის სოკო გაჩნდა მისი მიღება არ არის საშიში და პირიქით სასარგებლოც კია პენიცილის შემადგენლობის გამო, რომელიც ანტიბიოტიკს წარმოადგენს 🥖🥖

⛔️ ეს შეხედულება მცდარია

⚠️ ობის სოკოში Penicillium Crustosum ნამდვილად არის წარმოდგენილი პენიცილინი, მაგრამ მედიკამენტი მას შეიცავს გასუფთავებული სახით. იმ შემთხვევაში თუ ობის სოკოს მიირთმევთ, გაითვალისწინეთ რომ იგი გამოყოფს ჯანმრთელობისთვის საზიანო მომწამვლელ მიკოტოქსინებს. ❌

☣️ გარდა ამისა პურზე შესაძლოა წარმოიქმნას სხვადასხვა ტიპის სოკო, რომლის იდენტიფიკაცია ლაბორატორიული კვლევის გარეშე გაგიჭირდებათ. 🚫

მაგალითად:

👉Cladosporium, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია,

👉Rhizopus Stolonifer-მწვანე შეფერილობის არის და იშვიათ შემთხვევაში იწვევს ზიგომიკოზს, სასიკვდილო ინფექციას სისხლის კლოტირებით

🍞 მაღალ ტემპერატურაზე შესაძლოა განადგურდეს სოკო, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ტოქსინები გაცილებით მდგრადია, ამიტომ ტოსტის მომზადება ვერ დაგიცავთ საფრთხისგან. 💥🔥

⭕️ თუ პურის ზედაპირზე მხოლოდ მცირე ნაწილშია ობის სოკო წარმოდგენილი ნუ იფიქრებთ რომ იმ ნაწილის მოცილება პრობლემას გადაჭრის, რადგან სოკოები მცირე ზომის სპორებს წარმოქმნის, რომელიც აუცილებლად იქნება გავრცელებული როგორც კონკრეტულ ნაჭერზე ასევე შეფუთვაში არსებულ მთლიან პურზე“, – წერს არაბული სოციალურ ქსელში.

🔴⁉️ სასარგებლოა თუ არა დაობებული პურის მირთმევა? 🍞🍞 გავრცელებულია აზრი, რომ თუ პურზე ობის სოკო გაჩნდა მისი მიღება არ…

Posted by Irakli Arabuli’s Blog on სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g