ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და სიახლეების დანერგვის თვალსაზრისით, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონი ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია. ადგილობრივი ნაწარმის ყიდვა-გაყიდვის და გამოფენის მიზნით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. მსგავსი შინაარსისა და ხასიათის ღონისძიება გაიმართა გასულ უქმეებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
რუხი მოლში საშემოდგომო ბაზრობა შედგა, სადაც საბითუმო ფასად წარმოდგენილი იყო როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ასევე გამოიფინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები და მოეწყო ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.
საშემოდგომო ბაზრობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივების გარდა, ესწრებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ რეგიონის სხვა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი წარმოების ხილი, თაფლი, რძის პროდუქტი, ტკბილი ნობათი, დეკორატიული და სხვა დანიშნულების მცენარეები და ასევე ადგილობრივი ხელნაკეთი ნამუშევრები.
მოსახლეობას საშუალება მიეცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უშუალოდ მეწარმეებისგან და ფერმერებისგან სასოფლო-სამურნეო პროდუქტი შეეძინა.
შემოდგომის ბაზრობას რუხი მოლში ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებაც საჭირო ნივთები და წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის ნაწარმი შეიძინეს.
„დღეს პირველად იმართება რუხი მოლში საშემოდგომო ბაზრობა, სადაც ჩვენს ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა გაყიდონ საკუთარი ნაწარმოები პროდუქცია. საკმაო ხალხმრავლობაა. ეს ბაზრობა პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მომდევნო უქმე დღეებშიც გაიმართება. ბაზრობის მიზანია ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა პირდაპირ ფერმერისგან შეისყიდონ ხარისხიანი პროდუქცია. ეს თავის მხრივ ფერმერებს მისცემს შესაძლებლობას მოახდინონ პროდუქციის რეალიზება. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დავნერგოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზების კულტურა“, – აღნიშნა ზუგდიდს მერმა გიორგი შენგელიამ.
4 მეტრიანი ხაჭაპური და 3 მეტრიანი გებჟალია – სამეგრელოში “ხაჭაპურის ფესტივალი” გაიმართა (ფოტო/ვიდეო)
ბაზრობით დაინტერესულ მოქალაქეებს ყოველ 15 წუთში უფასო ტრანსპორტი ემსახურებოდა, რომლებსაც მოქალაქეები გადაჰყავდა ქალაქიდან დანიშნულების ადგილამდე.
აგრო ბაზრობა რუხის სავაჭრო ცენტრში ყოველ შაბათს გაიმართება.