LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშინელი გამოსვლა ჰქონდა ღარიბაშვილს, ოპოზიციამ თავი შეიკავა, რომ არ ჩამოეგდო ტრიბუნიდან – „ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა“ – რომან გოცირიძე

204
რომან-გოცირიძე

საშინელი გამოსვლა ჰქონდა, ოპოზიციამ კიდევ მეტად შეიკავა თავი, რომ არ ჩამოეგდო ტრიბუნიდან – ჩემს ბავშვობაში ასეთი გამოთქმა იყო, „ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა“, – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი”.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას ქართველი ხალხი არ აპატიებს ევროპული პერსპექტივის წართმევას.

„საშინელი გამოსვლა ჰქონდა, ოპოზიციამ კიდევ მეტად შეიკავა თავი, რომ არ ჩამოეგდო ტრიბუნიდან. არ მომისმენია, ბოდიში მოიხადა?! – ჩემს ბავშვობაში ასეთი გამოთქმა იყო, „ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა“. გაფუჭებულ საქმეს არ შველის მხოლოდ ბოდიში. ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო განცხადება, ითანამშრომლებენ ოპოზიციასთანო, კვლავ გააგრძელა თავისი ბრიყვული განცხადება. გვახსოვს, მისი ამოცანა იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ რადარებიდან გაქრობა. არავინ აპატიებს ევროპული პერსპექტივის წართმევას. სტატუსი თითქოს არაფერია, ასე უნდათ „გაასაღონ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები