„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ ონლაინ სტუმარია მომღერალი რატი დურგლიშვილი.
რატი, როგორია შენი განწყობა და რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?
ძალიან კანონმორჩილი ადამიანი ვარ, ასე რომ მაქსიმალურ თვითიზოლაციაში ვიმყოფები, საკუთარ მშობლებსაც კი არ ვნახულობ, მათთან სოციალური ქსელით ვკონტაქტობ.
პრინციპში, ჩემს ცხოვრებაში რადიკალურად არაფერი შეცვლილა, დღის ბოლოს ისევ ისეთი დაღლილი ვარ ხოლმე, როგორც ადრე. ზოგადად, რეჟიმს არასდროს ვიცავდი, ახლა კი რეჟიმით კვება ვისწავლე, გამოვიმუშავე ნებისყოფა, უამრავი საქმე ბოლომდე მივიყვანე.
საშინელი პანიკა მაქვს, როდესაც გარეთ, მარკეტში გავდივარ, მგონია, რომ ჰაერშიც კორონავირუსია. ასეთ უსიცოცხლო თბილისს ვერ ვეგუები. ზოგჯერ მგონია რომ შევიშალე, არადეკვატური გავხდი.
ძალიან ბევრი იდეა მომდის თავში, თანაც, როდესაც შენი თავით კმაყოფილი რჩები, საოცარი გრძნობაა, აქედან გამომდინარე, ასეთ იზოლაციურ გარემოში ერთ წელსაც გავძლებდი.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, მე ქედს ვიხრი მათ წინაშე. ასევე მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მარკეტებსა თუ ბენზინგასამართ სადგურებში მუშაობენ.