ვატიკანში საშობაო სამზადისი დაიწყო. წმინდა პეტრეს მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე უკვე მიიტანეს. 25 მეტრის სიმაღლის ხე ლაგორაის მთებში, სპეციალურად სადღესასწაულოდ გაზარდეს და მის ნახვას ვიზიტორები საახალწლო დღესასწაულის დასრულებამდე შეძლებენ. საინტერესოა, რომ ხის ძირში მალტის მთავრობის მიერ ნაჩუქარ განათებებს დადგამენ.
დიზაინერებმა წელს ნაძვის ხის მორთვა მთლიანად პატარებს მიანდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ხეს ბავშვების მიერ შექმნილი ნახატების რეპროდუქციებით მორთავენ.
აღსანიშნავია, რომ საახალწლო ნათურები 9 დეკემბერს საზეიმო ღონისძიების შემდეგ აინთება.