LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშობაოდ, AMAZON თანამშრომლების პრემიებზე 500 მლნ დოლარს დახარჯავს

173
5b2c041f1ae66221008b505c

გიგანტი ამერიკული კომპანია Amazon საშობაოდ, თანამშრომლების ერთჯერად პრემიებზე 500 მილიონ დოლარს დახარჯავს. საუბარია, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, Amazon -ის საწყობის თანამშრომლებზე, რომლებიც პანდემიის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობს.

როგორც BBC წერს, კადრები, რომლებიც 1-დან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში იმუშავებენ, პრემიის სახით, სრულ განაკეთზე 300 დოლარს, ნახევარ განაკვეთზე კი – 150 დოლარს მიიღებენ.

”მადლობელი ვარ ჩვენი გუნდების, რომლებიც განაგრძობენ მნიშვნელოვანი საქმის კეთებას საზოგადოებისთვის. როდესაც სადღესასწაულო სეზონის პიკს მივუახლოვდით, გვინდა ამ ფორმით მადლიერება გამოვხატოთ „ფრონტის ხაზზე“ მომუშავე ადამიანების მიმართ“, – აღნიშნა Amazon–ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, დეივ კლარკმა.

აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში პირველ ადგილს უცვლელად კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს. პანდემიის პერიოდში, Amazon-ის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა შემოსავალიც. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ცოტა ხნის წინ Amazon-მა ონლაინ აფთიაქიც გახსნა, დიდი ალბათობით, კომპანიის შემოსავლები კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც ამერიკული გამოცემები წერენ, მსოფლიოში უმსხვილესმა რითეილ კომპანიამ მომხმარებლებს ახალი სერვისი შესთავაზა. კერძოდ, უკვე შესაძლებელია წამლის Amazon-დან გამოწერა, რის შემდეგაც მას მომხმარებელი რამდენიმე დღეში მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g