საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნეს სექტორში 961 ლარი შეადგინა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება.
მათივე ცნობით, ხელფასი განსხვავდება საწარმოთა ზომის მიხედვით. თუ საშუალო თვიური ხელფასი მსხვილ ბიზნესში დასაქმებული ტანამშრომლის ხელფასი 1137 ლაარია, მცირე ბიზნესის თანამშრომელი თვეში თითქმის ნახევარს – 545 ლარს იღებს.
საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე 2015 წლის პირველ სამ კვარტალში 1.5 მლრდ ლარზე მეტი შეადგინა.