LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სასიამოვნო ტვირთი იყო, სველ, ტალახიანს რომ ავიყვანდი ხოლმე” – იყო თუ არა ზაზა კოლელიშვილისთვის ლიკა ქავჟარაძე კადრს მიღმაც დიდი სიყვარული?

1521
კოლელიშვილიიი

ლიკა ქავჟარაძე “შეთესთვის” კადრს მიღმაც დიდი სიყვარული იყო? – მსახიობმა ზაზა კოლელიშვილმა დადებითი პასუხი გასცა და დეტალები გაიხსენა.

“მარტო ჩემთვის არა, თითქმის ყველასთვის, მაგრამ საქმე ის არის, ის ბავშვი იყო, თან არ შეიძლებოდა არ მოგწონებოდა ის გოგო. მეც, სოსოსაც, სხვა ახალგაზრდა  ბიჭებსაც, ზოგი გამნათებელი იყო, ზოგი ასისტენტი. მძღოლს ვეუბნებოდი, შორს დააყენე ავტობუსი, რომ ლიკა მიმეყვანა, ჩემთვის სასიამოვნო ტვირთი და ტარება იყო ლიკასი ავტობუსამდე. მერე იქ სველ, ტალახიანს რომ ავიყვანდი ხოლმე, მაშინ ერთ ნომერში თბებოდა წყალი და იქ მიგვყავდა, რომ არ გაციებულიყო”- იხსენებს “შეთე”.

ზაზა კოლელიშვილმა სასცენო პარტნიორთან მეგობრობაზეც ისაუბრა და ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების ტრაგიკული მომენტიც გაიხსენა.

“განსაკუთრებით ბოლო 4 თვე, ძალიან ხშირად ვიყავი ლიკასთან, მივდიოდი. პირველი ვიყავი ვინც მე შევედი და ლიკას ბიძაშვილი, ლიკა გარდაცვლილი გადავიღე მე პირველად, მე ის ფოტო დავკარგე და ალბათ უნდა დაკარგულიყო კიდეც. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი კოშმარი”, – ამბობს კოლელიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g