LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სასიცოცხლო ფუნქციები ინარჩუნებს რიტმს” – ექიმი დაჭრილ სამხედროზე

2101AB55-C615-42EF-AAF7-5FE1CC213154_cx0_cy10_cw0_w650_r1_s

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში დაჭრილი წლევამდელის მდგომარეობა სტაბილურია. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, ხაჩატურ მანკასარიანი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა სასიცოცხლო ფუნქციები დარღვეული არ აქვს.

„სასიცოცხლო ფუნქციები ინარჩუნებს რიტმს, ანუ გაუარესება არ გვაქვს. მდგომარეობა არის სტაბილური და დიდი ალბათობით, ყველაფერი კარგად უნდა გაგრძელდეს,“ – განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში წვევამდელი გუშინ დაიჭრა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, წვევამდელმა ხაჩატურ მანკასარიანმა სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. დაჭრილი ახალგაზრდა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g