LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასიხარულო ამბავი მინდა გაცნობოთ ჩემო მეგობრებო… ჩვენ ვიწყებთ და თან რას ვიწყებთ“ – დაარსდა ია ნინიძის ხელოვნების აკადემია

318
ია ნინიძე

„საქართველოს კულტურის პალატასთან“ მსახიობ ია ნინიძის ხელოვნების აკადემია, „ციური მერცხლები“ დაარსდა.

„საქართველოს კულტურის პალატის“ დირექტორის, დავით ოქიტაშვილის განცხადებით, აკადემიაში მასტერკლასებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უდიდესი არტისტები და ხელოვანები ჩაატარებენ:

„სასიხარულო ამბავი მინდა გაცნობოთ, ჩემო მეგობრებო. საქართველოს კულტურის პალატასთან დაარსდა ქალბატონ ია ნინიძის ხელოვნების აკადემია, „ციური მერცხლები“.

აკადემიაში მიიღებიან 8-17 წლამდე ასაკის მოზარდები, რათა სხვადასხვა სახელოვნებო პროფესიას დაეუფლონ.

აკადემია „ციური მერცხლები“დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, ყველასათვის საყვარელი და ცნობილი ხელოვანებით.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აკადემიაში ხშირად გაიმართება მასტერკლასები, რომელსაც ჩაატარებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული გამოჩენილი უდიდედისი არტისტები და ხელოვანები.

დაგველოდეთ, სრულ იმფორმაციას მოგაწვდით ძალიან მალე.

ჩვენ ვიწყებთ და თან რას ვიწყებთ“, – წერს დავით ოქიტაშვილი.

შეგახსენებთ, მსახიობ ია ნინიძეს წელს სასცენო მოღვაწეობის 55 წელი შეუსრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, 28 მაისს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში ია ნინიძის საიუბილეო საღამო გაიმარეთება, მსახიობს ასევე გაუხსნიან ვარსკვლავს.

„შეასრულა 40-ზე მეტი გამორჩეული და დასამახსოვრებელი როლი“ – მსახიობ ია ნინიძეს, რომელსაც სასცენო მოღვაწეობის 55 წელი შეუსრულდა, ვარსკვლავს გაუხსნიან

🆘🆘🆘სასიხარულო ამბავი მინდა გაცნობოთ ჩემო მეგობრებო‼️საქართველოს კულტურის პალატასთან დაარსდა ქალბატონ ია ნინიძის…

Posted by Dato Okitashvili on ხუთშაბათი, 23 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები