ტვინის სიმსივნის ტერმინალური სტადიით დაავადებულ პატარა გოგოს ვისკონსინიდან გასულ კვირას პოზიტიური მოვლენებით დატვირთული დღე ჰქონდა. საქმე იმაშია, რომ 7 წლის ემმა მერტენსი დიაგნოზის დასმიდან მალევე ხალხს მათი ძაღლების ფოტოების ჩვენებას სთხოვდა. გოგონამ უამრავი წერილი მიიღო უცნობი ადამიანებისგან, რომლებიც მის მხარდაჭერას და გამხნევებას ცდილობდნენ.
თუმცა, პოლიციელების ქმედებამ მოლოდინს გადააჭარბა. ემმას შტატის პოლიციის 40-მდე განყოფილებიდან ესტუმრა ცუგები.
“დღეს რამდენიმე ჩვენგანი ეწვია ემმას, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ მივდიოდით და გახარებული ჩანდა. როგორი არაჩვეულებრივი და ძლიერი გოგონაა. არაჩვეულებრივი დილა იყო!”- წერს ჰარტფორდის პოლიციის დეპარტმენტი ფეისბუქზე.
https://www.facebook.com/WiscHumane/posts/2878536855491525

