სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება ფოტოები, რომელიც ბათუმის სასტუმრო “ლეოგრანდშია” გადაღებული. ფოტოზე ჩანს ჩამსხვრეული ფანჯარა, რომელიც სავარაუდოდ აღწერს ფაქტს, თუ როგორ ცდილობდა ერთ-ერთი დამსვენებელი ამ გზით გადარჩენას.
ესაა ყველაზე საზარელი ფოტოები. ასე ცდილობდა სასოწარკვეთილი დამსვენებელი ფანჯრის ჩამტვრევას ნომერში. ფანჯარა დრონიდან შეამჩნიეს და შემდეგ გადაიღეს უკვე ნომრიდან. ფოტოს ავტორი არ ვიცი სამწუხაროდ ვინ არის
– წერენ ფეისბუქში.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი – თურქეთის.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას.
ხანძარი სასტუმრო “ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.