LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტიკად აწამეს, რადგან ოთახში უჰაერობა იყო, ჩამოართვეს იარაღი და ტელეფონი – ბრეგაძის ადვოკატი

114

“ქართული მარშის” დაკავებული წევრების ადვოკატის ცირა ჯავახიშვილის განცხადებით, სანდრო ბრეგაძეს კლინიკის დატოვების შემდეგ დააკავებენ.

ჯავახიშვილი ამბობს, რომ ბრეგაძე “სასტიკად აწამეს, რადგან დაკითხვის ოთახში უჰაერობა იყო და ბრეგაძეს პირადი ცეცხლსასროლი იარაღი და ტელეფონიც ჩამორთმეული ჰქონდა”.

ადვოკატის თქმით, ბრეგაძე გუშინ ვერ დააკავეს, რადგან ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისას შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.

ღუდუშაურის კლინიკის ექიმის განცხადებით, სანდრო ბრეგაძეს არანაირი ფიზიკური და შინაგანი დაზიანებები არ აქვს. კლინიკაში გადაყვანა თავად ბრეგაძემ ითხოვა და ამიტომაც გადაიყვანეს.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან გუშინ პოლიციამ “ქართული მარშის” 5 წევრი დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g