იტალიის ქალაქ ნეაპოლში ქართველი ქალი მოკლეს. როგორც “ფორტუნას” იტალიაში მცხოვრებმა ქართველებმა მიაწოდეს ინფორმაცია, სამდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილს მეგობრის სახლში მიაკვლიეს. ცხედარს წამების კვალი ემჩნევა. მას დაზიანებები ხელებისა და კისრის არეში აღენიშნება.
ახლობლების ინფორმაციით, ქალი ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს. იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ, მკვლელმა ქვეყანა უკვე დატოვა და ის საქართველოშია.