LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტიპენდიო ვაუჩერები “ბაზისბანკისგან”

110

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ”ბაზისბანკისა” და ილიაუნის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნინო დვალმა, „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საპატიო პრორექტორმა ნენსი მარლინმა და ”ბაზისბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა თამარ ხადურმა სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ისაუბრეს.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, სასტიპენდიო პროგრამისთვის ”ბაზისბანკმა” 30 000 ლარამდე თანხა გამოყო, რომლითაც 2016 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით „ილიაუნის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული 5 ყველაზე მაღალი ქულების მქონე აბიტურიენტები 4 000 ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს მიიღებენ. ასევე, ამავე საბაკალავრო პროგრამის 4 პირველკურსელი, რომელიც ერთი სემესტრით აშშ-ს „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში“ სასწავლებლად გაემგზავრება, 2 ათას ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდება.

”ბაზისბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა თამარ ხადურმა აღნიშნა, რომ წელს ”ბაზისბანკისა”  და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის საიუბილეო წელია.

”თანამშრომლობის 10 წლის განმავლობაში ბანკმა უნივერსიტეტში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ”ბაზისბანკისთვის” განათლების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და მსგავსი პროექტების დაფინანსება მომავალშიც გაგრძელდება“, – განმარტა  ხადურმა.

 

mazda magti 5g