LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო „ლეო გრანდის“ საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

82

სასტუმრო “ლეო გრანდის ” საქმეზე დაკავებულები უკვე მოინახულა ადვოკატმა. ბადრი ბერიძის განაცხადებით დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ, მტკიცებულებები კი დაცვის მხარეს დღის ბოლომდე გადაეცემა. დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეო გრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით,  ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი მიქელაძე სასტუმროს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი არ იყო და ამასთან ის შემთხვევის დროს თურქეთში იმყოფებოდა.

შსს-მ სასტუმრო ლეოგრანდში გასულ წელს გაჩენილი ხანძრის გამოძიების ფარგლებში ორი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია 23 მარტს გაავრცელა. მეორე დაკავებული თურქეთის მოქალაქეა.

2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g