LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო ლეოგრანდის 500 თანამშრომელს კონტრაქტი შეუჩერდა

212

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების გამო სასტუმროს 500 თანამშრომელს კონტრაქტი შეუწყდა. ისინი უხელფასო შვებულებაში არიან. ამის შესახებ სასტუმრო „ლეოგრანდის“ იურისტმა კახა წერეთელმა თქვა. ინფორმაციას გამოცემა “კომერსანტი” ავრცელებს.

“სასტუმროს მეპატრონე იძულებული გახდა, რომ თანამშრომლებისთვის კონტრაქტები შეეჩერებინა. მათთვის კომპენსაციის გადახდა იმ პირობებში, როდესაც სასტუმრო არ ფუნქციონირებს, რთულია. ორი თვის განმავლობაში გადავუხადეთ. შემდეგ ფიზიკურად შეუძლებელი გახდა. სასტუმროს 500-ვე თანამშრომელი უხელფასო შვებულებაშია გასული”, – ამბობს წერეთელი.

წერეთლის განმარტებით, სასტუმროს მფლობელის ინტერესია, რომ ეს ადამიანები სამსახურში დააბრუნოს. რაც შეეხება სასტუმროს ხელახალი ამუშავების თარიღს, ეს ჯერ უცნობია. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ “ლეოგრანდს” სახელწოდება შეეცვლება.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს საღამოს გაჩნდა. ხანძრის სედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი – თურქეთის.

გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g