თბილისში, სასტუმრო “პარაგრაფთან” აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.
მოგვიანებით, თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განმარტა, რომ იგი პოლიციელებისათვის შეურაცხყოფის მიყენების გამო აიყვანეს.
“აქციის მონაწილე გამოეყო სხვებს, პოლიციელებმა მოუწოდეს შებრძანდითო და შეაგინა პოლიციის თანამშრომლებს”, – თქვა ვაჟა სირაძემ.
ფოტო: რადიო თავისუფლება