LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმროების ფასების ინდექსი ერთ თვეში 11.9%-ით გაიზარდა

t

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის დეკემბერში, 2018 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით, 11.9%-ით გაიზარდა. სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად მცხეთა-მთიანეთში (24%) და სამცხე-ჯავახეთში გაიზარდა (27.3%). საქართველოს ათ რეგიონს და თბილისს შორის, 2018 წლის დეკემბერში, ნოემბრის თვესთან შედარებით, სასტუმროს ფასები არც ერთ რეგიონში არ შემცირებულა. საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის დეკემბერში, 2018 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით, 8.6%-ით გაიზარდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად მცხეთა- მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები მხოლოდ აჭარაში შემცირდა.

საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2018 წლის დეკემბერში, 2018 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით, 18.7%-ით გაიზარდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთში და თბილისში გაიზარდა. საოჯახო ტიპის სასტუმროებში, დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ფასები მხოლოდ ქვემო ქართლში შემცირდა. 2018 წლის დეკემბერში, 2018 წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ზრდის ტემპმა გადააჭარბა 3*, 4* და 5* სასტუმროების ფასების ზრდის ტემპს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის შესაბამის პერიოდში, 2017 წლის დეკემბერში, 2017 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით, სასტუმროს ფასების ინდექსი 9.3%-ით იყო გაზრდილი, 3*, 4* და 5* სასტუმროების ფასების ზრდა 12.2%-ს, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ზრდა კი 3.3%-ს შეადგენდა. საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის დეკემბერში, 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა. მოცემულ პერიოდში, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად აჭარაში (21.1%) და სამცხე-ჯავახეთში (14.8%) გაიზარდა. 2018 წლის დეკემბერში, 2017 წლის დეკემბერთან შედარებით სასტუმროების ფასები ხუთ რეგიონში შემცირდა. თბილისში სასტუმროების ფასების კლებამ 9.8% შეადგინა.

საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის დეკემბერში, 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, 0.1%-ით გაიზარდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად აჭარაში და სამეგრელო-ზემო სვანეთში გაიზარდა. თბილისში, 2018 წლის დეკემბერში, 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, 3, 4 და 5* სასტუმროების ფასები 14.7%-ით შემცირდა. საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2018 წლის დეკემბერში, 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, 8.1%-ით გაიზარდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთში და მცხეთა-მთიანეთში გაიზარდა. მოცემულ პერიოდში, თბილისში, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ზრდამ 9% შეადგინა.

აღნიშნულ ინფორმაციას კვლევითი ორგანიზაცია Policy and Management Consulting Group – PMCG ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g