LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმროში „ივერია ინნ“ არ არის განთავსებული არცერთი რუსი, ან რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერი ტურისტი – ადამინისტრაციის განმარტება

236
Untitled

სასტუმრო #ივერიაინნ-ის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და საკითხზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ მათ სასტუმროში არ არის არცერთი რუსი, ან რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერი ტურისტი.

„გუშინ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ სასტუმრომ “ივერია ინნ” მარიუპოლელი ლტოლვილის სახელს ამოფარებული 100 “პუტინისტი” სტუმარი მიიღო, რომ რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებს ერთ სივრცეში უწევთ ცხოვრება, რომ პოლიტიკურად ძალადობენ მათზე და არასასურველ პირობებში უწევთ ყოფნა. გვინდა გაცნობოთ, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს, კერძოდ:

‼️ სასტუმროში #ივერიაინნ არ არის განთავსებული არცერთი რუსი, ან რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერი ტურისტი. სასტუმროს ადმინისტრაციას აქვს თითოეული სტუმრის პასპორტი, რომელსაც ჯერ ტურიზმის ადმინისტრაცია, ან მერია, შემდეგ კი სასტუმროს წარმომადგენლები ამოწმებენ, შესაბამისად გამორიცხულია სტუმრებს შორის იყოს რუსეთის მოქალაქე.

‼️ პოსტში ასევე წერია, რომ სასტუმროში მოხდა “ხელჩართული ჩხუბი” პუტინის მხარდამჭერებთან – არც ეს ფაქტი შეესაბამება სიმართლეს, რადგან ზოგადად კონფლიქტის პრეცედენტი სასტუმროში არ ყოფილა, რასაც სასტუმროში განთავსებული თითოეული უკრაინელი ადასტურებს.

ჩვენთვის გაურკვეველია, რას ემსახურებოდა ამ სახის ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ვწუხვართ, რომ ასეთ რთულ პერიოდშიც, საქართველოში, ცდილობენ დეზინფორმაციის საშუალებით მდგომარეობის დესტაბილიზაციას და ისედაც დასტრესილ მოსახლეობაზე და უკრაინელ მოქალაქეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

‼️ თუ ეს იყო უნებლიე შეცდომა, რისი იმედიც გვაქვს, ვთხოვთ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელ პირს, გამოასწოროს შეცდომა და მიიღოს შესაბამისი ზომები.

?შეგახსენებთ, 25 თებერვლიდან სასტუმრო “ივერია ინნ” სრულიად უსასყიდლოდ მასპინძლობდა უკრაინის მოქალაქეებს, დღეს მათ განთავსებას თბილისის მერია და ტურისზმის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. ამჟამად, სასტუმროში უკრაინის 300-მდე მოქალაქეა განთავსებული. Слава Україні!“, – წერია განცხადებაში, რომელსაც სასტუმრო #ივერიაინნ-ის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g