LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასურველ აუქციონზე ვაჭრობა უკვე სმარტფონითაც შესაძლებელია

92

eAuction.ge-ს მობილური აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ ”საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ” მომხმარებლებისათვის ვებგვერდზე eauction.ge რეგისტრაციისა და ვაჭრობის პროცედურების გამარტივების, მათთვის ინოვაციური და დღევანდელ რეალობაში ყველაზე პოპულარული სისტემის შეთავაზების მიზნით, წარმატებით განახორციელა ვებგვერდის მობილური აპლიკაციის გაშვება.

უწყების ცნობით, ელექტრონული აუქციონის www.eauction.ge მობილური ვერსია განთავსებულია IOS-ისა და ANDROID მარკეტებში. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ განახორციელონ EAUCTION.GE-ს აპლიკაციის ჩამოტვირთვა და თავიანთ სმარტფონებში დაინსტალირება.

მობილურ აპლიკაციაში ადაპტირებულია ვებგვერდის ძირითადი მოდულებია: რეგისტრაცია/ავტორიზაცია/პაროლის აღდგენა; გადახდა/ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება; ლოტების ძიება/ფილტრაცია. მობილურ აპლიკაციაში ვებგვერდის საგადახდო სისტემა მთლიანად ადაპტირებულია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სასურველ დროსა და ადგილას შეუძლია გადაიხადოს ლოტის საგარანტიო და დარჩენილი ღირებულებები, ასევე, ივაჭროს სასურველ აუქციონზე სმარტფონის საშუალებით.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა მობილურ აპლიკაციაში ქონების რეალიზაციის (გაყიდვა) ფუნქციისა და ინტერნეტ მაღაზიის ადაპტირებაზე. „სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს ინოვაციურ და გამარტივებულ სერვისებს, რათა კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი გახადოს ელექტრონული ყიდვა-გაყიდვის პროცედურები“, – განაცხადეს სამინისტროში.

დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციისათვის უნდა დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 2 601 601.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები