LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობოების ყოვლისმომცველი ფინანსური წინასწარი შემოწმება – არ მოგეწონათ? ტყუილად არ შეკრიბოთ კანონის წაუკითხავად რუსთაველზე ხალხი!“ – დიმიტრი ხუნდაძე „უცხოური აგენტების კანონზე“

129
Untitled design (45)

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ანალოგის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

დეპუტატი აცხადებს, რომ სასწრაფოდ არის საჭირო არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი ფინანსური წინასწარი შემოწმება.

„ჩვენ მოწოდებით გამოვდივართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ეკვივალენტი შეიქმნას. ყოველდღიურად, არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ გამორჩეულ სამუშაოს როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ დონეზე. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც სხვა საჯარო საქმიანობაში, არსებობენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ფარად იყენებენ მოსყიდვის, არაგამჭვირვალე ლობირებისა და გარიგებაზე გავლენის მოხდენის მიზნით. საქმემ აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება კონტროლის გაძლიერება და ხარვეზების აღმოფხვრა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მკაფიო სტანდარტებს და გამჭვირვალე წესებს. ჩვენ არ გვსურს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რამდენიმე ორგანიზაციის არასწორი ქმედების გამო დამნაშავედ გამოვიყვანოთ.

  • ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი ფინანსური წინასწარი შემოწმება, სანამ მათ არ შეიყვანენ გამჭვირვალობის რეესტრში;
  • საჭიროა, რომ პოლიტიკოსები და ლობისტები მესამე ქვეყნებიდან დარეგისტრირდნენ;
  • ჩვენ უნდა დავადგინო წესები, რომლებიც გაართულებს არაგამჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ინსტიტუტების მოტყუებასა და აღადგენს ხალხის ნდობას;
  • საჭიროა, შეიქმნას უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ანალოგი,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ხალხის ძალის“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საჭიროა საქართველოში შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის, „ფარას“ ევროპული ეკვივალენტი.

„აღარ გავაგრძელებ, მაგრამ მინდა გკითხოთ, არ მოგეწონათ? ტყუილად არ შეშინდეთ! ტყუილად არ შეკრიბოთ, კანონის წაუკითხავად გაპროტესტებისთვის, რუსთაველზე ხალხი და ნურც იმით დაკავდებით, რომ „მოლოტოვის კოქტეილები“ დაამზადოთ და დაურიგოთ ახალგაზრდებს.

ეს არ არის „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემობრუნება თავიდან, ეს არის ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტიის EPP-ის ინიციატივა და მოკლე განმარტებითი მოწოდების ტექსტი აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის, „ფარას“ ევროპული ეკვივალენტის შექმნის შესახებ.

ეს პრაქტიკულად, ამერიკულ-ქართულ-ევროპულ-რუსული კანონი, მხოლოდ, ერთი გამონაკლისით, ის რუსულია მხოლოდ საქართველოში.

გაიგეთ რას ამბობენ ევროპაში?

  • რიგი არასამთავრობოები არაკეთილსინდისიერად იქცევიანო, ინსტიტუტების მოტყუებას ცდილობენო;
  • მათი ფინანსური კონტროლი აუცილებელია; იმასაც ამბობენ, რომ საჭიროა რეგისტრაცია და გამჭვირვალობაო;
  • მათ ხალხის ნდობა სჭირდებათ და ხალხს მეტი ინფორმაცია მათზეო;

ეს ყველაფერი ევროპული ან ამერიკული ინგლისურიდან თუ კარგად გესმით, ქართულიდან რატომ ვერ გაიგეთ?! ან თუ ვერ გაიგეთ, წაგეკითხათ მაინც და თუ წაუკითხავად დაგიკვეთეს პროტესტი, მაშინ ახალგაზრდებისთვის მაინც გეცდიათ, რომ 4 -გვერდიანი კანონი, რომელიც მხოლოდ 4 პუნქტისგან შედგებოდა, წაეკითხათ და არც მათ დასჭიდებოდათ პოლიციელების ცოცხლად დაწვა ქალაქის ცენტრში.

არც იმ წესიერ ხალხს დასჭირდებოდა იმ ღამეს ბრძოლის ველზე ე.წ. სელფების გადაღება და სოციალურ ქსელში მტკიცებულებად განთავსება, რომ თქვენი მხრიდან ბულინგის მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ,“- თქვა ხუნდაძემ.

იმედს ვიტოვებ, „ქართული ოცნების“ მეგობარი ორბანი, რომელიც გაფართოების ამ ისტორიულ ტალღას ცდილობს ახლა ვეტო დაადოს, საკუთარ მიზანს ვერ მიაღწევს – აბა, გაბედეთ და კიდევ შემოიტანეთ რუსული კანონი, ვნახოთ, რა მოხდება! – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მან ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ევროკავშირი, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც მოქალაქეს არ ტოვებს.

„იმედი მაქვს, რომ 2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება.

ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ 2024 წლის არჩევნებზე, დიახ, ქართველი ხალხი, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და რუსულ ხელისუფლებას სახლში გაუშვებს.

ევროკავშირი, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც მარტო არ ტოვებს მოქალაქეს.

ეს ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც ზრუნავს ბავშვებზე, მოხუცებზე, მარტოხელა ადამიანებზე, შშმ პირებზე და, ზოგადად, ზრუნავს ადამიანზე, მის კეთილდღეობასა და ღირსებაზე.

დღეს საქართველოში სახელმწიფოსგან ადამიანები ამას ვერ გრძნობენ, გრძნობენ მხოლოდ ცალკეულ კამპანიებსა და ინიციატივებს, როგორ მიუგდონ გროშები და ამის სანაცვლოდ მოითხოვონ მათგან ხმა და არჩევნებში მხარდაჭერა.

ეს ევროკავშირში არ ხდება, ამიტომ გვინდა ჩვენ ევროკავშირი და გვინდა რაც შეიძლება სწრაფად,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მივესალმები „უცხოური გავლენისა და აგენტების“ კანონპროექტის ჩაგდებას – არ შეესაბამება ევროატლანტიკურ ღირებულებებს: იენს სტოლტენბერგი

პოპულალურები