რაჭაში მომხდარ ტრაგედიას მომღერალი ირმა სოხაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და წერს, რომ მარათონის გამართვას აპირებს, რათა „მხარში ამოვუდგეთ რაჭას, ამ ჯოჯოხეთად ქცეულ სამოთხეს“.
„დადუმებული და დამუნჯებული ვარ. მაგრამ გამახსენდა უმძიმესი 90-ანები, გაჭირვებით და სიმძიმეებით სავსე. და ყოველწლიური ტელემარათონები, რომლებსაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვმართავდით და შემოსული თანხით მიზნობრივად ვეხმარებოდით ადამიანებს.
8 მარათონი გავმართეთ, ვფიქრობ, მე-9 მარათონის დროა, სასწრაფოდ, ჩემი რაჭის, ამ მართლა საოცარი კუთხის დასახმარებლად. დღეს ყველა, ვისაც რით შეგვიძლია, მხარში უნდა ამოვუდგეთ ამ ჯოჯოხეთად ქცეულ სამოთხეს ❤️“, – წერს ირმა სოხაძე.
დადუმებული და დამუნჯებული ვარ. მაგრამ გამახსენდა უმძიმესი 90-ანები, გაჭირვებით და სიმძიმეებით სავსე. და ყოველწლიური…
Posted by Irma Sokhadze on Friday, 4 August 2023
