LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწრაფოს მიერ გადარჩენილ ქალს სტენტირება ბათუმში ჩაუტარდა, ის თავს კარგად გრძნობს

1234
FORTUNA.GE (12)

გუშინ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რომ ბახმაროში სასწრაფო დახმარების ექიმებმა 67 წლის ქალს გაჩერებული გული აუმუშავეს.

დღეს ქალბატონის შესახებ ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი. 67 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ექიმებმა ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

“გზა­ში გული გა­უ­ჩერ­და, სუნ­თქვაც შე­წყვი­ტა…” – ბახმაროში სასწრაფო დახმარების ექიმებმა 67 წლის ქალს გაჩერებული გული აუმუშავეს

აღნიშნულ თემაზე კომენტარს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ნათია დევაძე წერს:

„მადლობა სასწრაფოს მედპერსონალს და ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიო-ქირურგიული დეპარტამენტის უძლიერეს ექიმებს, ტატო ჯახიას და გიორგი კაპანაძეს“.

„ფორტუნა“ ბათუმის სამედიცინო ცენტრის ინტერვენციული მიმართულების ხელმძღვანელს, გიორგი კაპანაძეს ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ 67 წლის ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g