LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სათაფლია NON STOP-ის რეჟიმში – ეკოტურისტული ობიექტი ყოველდღე იმუშავებს

277
153232141815სათაფლიას მღვიმე - 1

საქართველოს დაცული ტერიტორია „სათაფლია“ მუშაობის NON STOP-ის რეჟიმზე გადადის. 1 აგვისტოდან ეკოტურისტული ობიექტი ვიზიტორებს შაბათ-კვირასაც უმასპინძლებს.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება სათაფლიაზე ვიზიტორების გაზრდილი მოთხოვნის გამო მიიღო. ეკოტურისტული ობიექტი ყოველდღე, 10:00-19:00 საათამდე, დასვენების დღის გარეშე იმუშავებს.

ცნობისთვის, სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მ. დაარსდა 1935 წელს. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს.

დაცულ ტერიტორიებზე სამუშაო საათები გაიზარდა

გაიგეთ. სად და როგორ გახანგრძლივდა სამუშაო საათები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g