ონლაინ მაღაზია “Your Toy” მომხმარებელს აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც მსურველი, რომელიც ნებისმიერ 2 პროდუქციას შეიძენს, მესამეზე 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.
ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია ფუმფულა სათამაშოები, სუვენირები, ინტერიერის დეკორაციები და აქსესუარები.
როგორც Your Toy-ის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ნატალი ჩუბინიძემ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, პროდუქცია ძირითადად ბამბის ნაჭრისგან, ხისგან, მეტალისა და სხვადასხვა ქვებისგან მზადდება.
მისივე ინფორმაციით, ნივთები ხელნაკეთია და ისინი ინდივიდუალური ესკიზებით მზადდება. მომხმარებელს რბილი სათამაშოების შეძენა 15-დან -30 ლარის, სუვენირებისა და ხის სათამაშოების 5-დან -50 ლარის, აქსესუარების კი 5-დან -45 ლარის ფარგლებში შეუძლია.
ონლაინ მაღაზია Your Toy-ს ორი დამფუძნებელი ჰყავს: ნიკო ავალიშვილი და ნატალი ჩუბინიძე.
მსურველებს სასურველი ნივთის შეძენა Your Toy-ის facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით შეუძლიათ (https://www.facebook.com/Your-Toy-529517503872610/info/?tab=page_info ), ასევე შესაძლებელია სატელეფონო შეკვეთების მიღებაც, ნომერზე: 558165385